კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში
საკითხზე: ადგილი დედამიწაზე, რომელიც ჰგავს მარსს
სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი; გეოგრაფიული გარსი;
გეოგრაფიული მოვლენა და გეოგრაფიული პროცესი შედეგები: 1, 2, 3, 4, 5, 6, 9; |
საკითხი - ადგილი
დედამიწაზე, რომელიც ჰგავს მარსს ქვეცნებები - უდაბნო, ჰავა, კლიმატი, ბუნებრივი ზონა,
დინება; საკვანძო შეკითხვა: რა
ფაქტორები განაპირობებენ ატაკამას უდაბნოს თავისებურებებს? |
კომპლექსური
დავალების პირობა სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, გაწოლილია
წარმოუდგენლად მშრალი, ვრცელი უდაბნო, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს ჯოჯოხეთი
დედამიწაზე. თუმცა, ეს უდაბნო ასევე ძალიან ჰგავს ჩვენს ერთ-ერთ წითელ სამიზნეს… წაიკითხეთ რესურსი და მოამზადეთ წერილობითი მოხსენება თემაზე: ატაკამას უდაბნოს უნიკალურობა; ნათლად
წარმოაჩინეთ:
|
პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობისთვის: · გაეცანით რესურსს
და შექმენით ასოციაციური რუკა თემაზე: „ატაკამას უდაბნოს უნიკალურობა“ · შეავსეთ ცხრილი თემაზე
ატაკამას უდაბნოს თავისებურებების განმაპირობებელი ფაქტორები. წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები. პრაქტიკული
რჩევები მასწავლებლებისთვის:
|
სტატია №1: დედამიწაზე არსებობს მარსის მსგავსი ადგილი, სადაც
მეცნიერებმა სიცოცხლე აღმოაჩინეს
20:39, 27.02.2018
სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ,
გაწოლილია წარმოუდგენლად მშრალი, ვრცელი უდაბნო, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს
ჯოჯოხეთი დედამიწაზე. თუმცა, ეს უდაბნო ასევე ძალიან ჰგავს ჩვენს ერთ-ერთ წითელ სამიზნეს…
ჩილეში მდებარე ატაკამის უდაბნო პლანეტის ერთ-ერთი
ყველაზე მშრალი ადგილია. იგი იმდენად უნაყოფო და გვალვიანია, რომ წვიმა შეიძლება ათწლეულების
და საუკუნეების განმავლობაშიც კი არ მოვიდეს. ამ არასტუმართმოყვარე ლანდშაფტით დედამიწა
და მარსი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა ერთი დიდი აღმოჩენა
გააკეთეს.
პირველად ისტორიაში, ატაკამის წარმოუდგენლად მშრალ
შუაგულში, მკვლევრები მიკრობული სიცოცხლის აღორძინებას დააკვირდნენ, რაც იმის მანიშნებელია,
რომ ეს მტვრიანი, პაპანაქება გარემო, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, სინამდვილეში
ეკოსისტემაა.
მარსზე სიცოცხლის პოვნის თვალსაზრისით, ეს მოულოდნელი აღმოჩენა შესაძლოა, ყველაფერს ნიშნავდეს.
სტატია №2: მარსზე სიცოცხლე მიწისქვეშ უნდა ვეძებოთ - ახალი კვლევა
„ყოველთვის მხიბლავდა ისეთი ადგილების მონახულება, სადაც ვერავინ იფიქრებდა რაიმე ცოცხალის
არსებობას. საინტერესოა იმის გარკვევა, რომ ასეთ ადგილებშიც კი, სიცოცხლე მაინც პოულობს
თავის გზას“, — ამბობს ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერი
დირკ შულც-მაკუჩი.
მისი თქმით, თუკი სიცოცხლეს გადარჩენა შეუძლია
დედამიწის ყველაზე მშრალ ადგილებში, არაა გამორიცხული, ის მარსზეც ახერხებდეს გადარჩენას.
ატაკამის უდაბნოში მიკრობები პირველად არ აღმოუჩენიათ,
მაგრამ წინა კვლევამ დატოვა შესაძლებლობა, რომ ქვიშიან ნიადაგში აღმოჩენილი ნებისმიერი
სიცოცხლე „ატმოსფერული პროცესების შედეგად მაინც დაიღუპებოდა“.
ამჯერად მეცნიერებმა იპოვეს ლოკალიზებული, მეტაბოლურად
აქტიური მიკრობული საზოგადოება, რომელიც ნიადაგში ყვავის ან უბრალოდ, იქ მოხვდა და
გადარჩა.
დირკ შულც-მაკუჩი და მისი კოლეგები ატაკამაში
2015 წელს ჩავიდნენ. სწორედ იმ პერიოდში მოხდა უიშვიათესი მოვლენა — უდაბნოში თავსხმა
წვიმა მოვიდა. ამ რეგიონში ნალექი ბოლო 40 წლის განმავლობაში არ მოსულა.
ამ მოულოდნელი ნალექის შემდეგ, უდაბნოს მასშტაბით შვიდი სხვადასხვა ადგილიდან აღებული ნიადაგის ნიმუშებში მკვლევრებმა ბიოლოგიურ აქტივობათა აფეთქება დააფიქსირეს.
სტატია №3: მარსის ზედაპირქვეშ აღმოჩენილია წყლის ყინულის სქელი ფენები
2016-1017 წლებში მეცნიერები კვლევისთვის ატაკამაში კვლავ დაბრუნდნენ. თუმცა, წვიმა
აღარ მოსულა და სიცოცხლის ნიშნები ნიადაგში გაუჩინარებას იწყებდა.
მიუხედავად ამისა, გენომურმა ტესტებმა და ქიმიურმა
ანალიზებმა აჩვენა, რომ სპეციფიკურ ნიადაგებში მიკრობები მაინც ვითარდებოდა.
ეს მტკიცე ბაქტერიული საზოგადოება უდაბნოს ზედაპირიდან
რამდენიმე სანტიმეტრის სიღრმეში ყვაოდა, რამაც მკვლევრებს აფიქრებინა, რომ მიკრობები
შეიძლება ძალიან დიდხანს ძლებდნენ წვიმიდან წვიმამდე. შუალედებში კი შედიან გარკვეული
სახის მეტაბოლურ სტადიაში, რათა გაუძლონ სიმშრალის წარმოუდგენლად დიდ პერიოდებს, სანამ
სინესტე კვლავ დაბრუნდება.
„ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა ვინმემ ატაკამის
უდაბნოს ნიადაგში სიცოცხლის შეუპოვარი ფორმები იპოვა. გვჯერა, რომ ამ მიკრობულ საზოგადოებებს
შეუძლია მიიძინოს ასობით და იქნებ ათასობით წელიც და წვიმის მოსვლისთანავე გამოიღვიძონ
იმ გარემოში, როგორსაც ალბათ მარსზე თუ ნახავთ“, — ამბობს დირკ შულც-მაკუჩი.
მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებელია გვახსოვდეს,
რომ რამდენადაც სასტიკი და მკაცრი არ უნდა იყოს ატაკამა, ის მაინც არაა მარსი, რომელიც
წარმოუდგენლად მშრალი და ცივია.
თუკი მეცნიერები მარსზე სიცოცხლის პოვნის ახალ
იმედს ეძებდნენ, შესაძლოა ახლოს იყვნენ, რადგან წყალს მონატრებული ეს ჩილელი მიკრობები
ალბათ ჯერჯერობით ერთადერთია, რომლებიც ბიოლოგიური აქტივობით ყველაზე მეტად უნდა ჰგავდნენ
წითელი პლანეტის თანამოძმეებს, თუკი ისინი საერთოდ არსებობენ.
„ვიცით, რომ მარსის ნიადაგში არსებობს გაყინული წყალი; ბოლო კვლევები
მიუთითებს ღამის თოვასა და
ზედაპირზე მიმდინარე სხვა დამატენიანებელ პროცესებზეც. თუკი წარსულში მარსზე სიცოცხლე
ოდესმე აღმოცენდა, ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ ის დღევანდელი სუპერმშრალი ზედაპირის
ქვეშ უნდა ვეძებოთ“, — აღნიშნავს ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლანეტარული
მეცნიერი დირკ შულც-მაკუჩი.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.wsu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით
სტატია №4: ატაკამის უდაბნოში ინკების უძველესი კალენდარი აღმოაჩინეს
მსოფლიოს ყველაზე მშრალ უდაბნო ატაკაში, ჩილეში, მეცნიერთა ჯგუფმა რამდენიმე „სეივა“, ანუ ქვების კალენდრები აღმოაჩინა — სტრუქტურები, რომლითაც ინკები განსაზღვრავდნენ და პროგნოზირებდნენ ასტრონომიულ მოვლენებს.
ადგილობრივ სააგენტო
Andina-ს ცნობით, ქვები გასული წლის მარტიდან ივნისამდე მონაკვეთში, ზღვის დონიდან 4200 მეტრ სიმაღლეზე აღმოაჩინეს კოლუმბამდელი ხელოვნების მუზეუმისა და ოსბერვატორია ALMA-ს მეცნიერებმა. შედგება დაახლოებით 1,2 მ სიმაღლის ქვის კონსტრუქციებისგან.
Andina-ს ინფორმაციით, მეცნირებმა გაარკვიეს, რომ კონსტრუქციები ზუსტად ისეა განლაგებული, რომ ემთხვევა მზის ამოსვლის წერტილს შემოდგომის ბუნიაობისას და ზამთრის მზებუდობისას.
ALMA-ს მკვლევართა განცხადებით, მზის ამოსვლისას კონსტრუქციების მიერ წარმოქმნილი ჩრდილის საშუალებით შესაძლებელი ხდება სხვადასხვა ასტრონომიულ მოვლენათა პროგნოზირება.
მიჩნეულია, რომ ინკების იმპერიის დედაქალაქი კუსკო ერთ დროს გარშემორტყმული იყო ასეთი კონსტრუქციებით, რომლებიც ასტრონომიულ მოვლენათა პროგნოზირების გარდა, დროის საზომადაც გამოიყენებოდა, მოსავლის დათესვისა და აღებისათვის.
სტრუქტურები თანამგზავრული ფოტოგრაფიის საშუალებით აღმოაჩინეს, ინკების ბილიკების კვლევის დროს.
ამ ეტაპზე, მცნიერები აქტიურად იკვლევენ, რატომ აღმოჩნდა მსგავსი კონსტრუქციები დასახლებული პუნქტებისგან ასე შორის, ატაკამის უდაბნოში.
https://1tv.ge/news/atakamis-udabnoshi-inkebis-udzvelesi-kalendari-aghmoachines/
სტატია №5: დედამიწის ყველაზე მშრალ უდაბნოში წყალმა სიცოცხლის
ნაცვლად სიკვდილი გამოიწვია
18:26, 15.11.2018
დედამიწის ყველაზე მშრალ და ძველ უდაბნოში, რომელიც
ნამდვილ ჯოჯოხეთს ჰგავს, ხშირად რაღაცები ისე არ მოქმედებს, როგორც სხვა ადგილებში.
ავიღოთ წყალი. როგორც წესი, ეს სითხე სიცოცხლის
მიმნიჭებლად მიიჩნევა. თუმცა, ჩილეში მდებარე ჰიპერმშრალი ატაკამის უდაბნოს შუაგულში,
ანომალიურ წვიმებს საპირისპირო შედეგი აქვს — მოაქვს სიკვდილი, სპობს სიცოცხლეს, რომელსაც
სულაც არ სწყუროდა.
მიჩნეულია, რომ ატაკამის უდაბნოს შუაგული მუდმივად
ჰიპერმშრალ მდგომარეობაში ბოლო 15 მილიონი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი
ნალექი ბოლო 500 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ უეცრად შეიცვალა.
2015 წლის მარტსა და აგვისტოში ატაკამაში გაწვიმდა. იგივე განმეორდა შარშან ივნისში.
ხანგრძლივი გვალვა გატყდა, მაგრამ ზიანი მიადგა
ბევრ სხვა რამეს — სიცოცხლის ფორმებს, რომლებიც შეგუებული იყვნენ ჰიპერმშრალ ეკოსისტემას
და საერთოდ არ ელოდნენ უეცარ, მომაკვდინებელ ალტერნატივას წყლის სახით.
კორნელის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგ ალბერტო ფაირენის განცხადებით, ატაკამაში წვიმის შემთხვევაში ისინი სიცოცხლის საოცარ აფეთქებას ელოდნენ, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით მოხდა — წვიმამ გამოიწვია ადგილობრივ მიკრობთა უმეტესი სახეობის მასობრივი გადაშენება.
აღსანიშნავია, რომ ატაკამაში წვიმის მოსვლამდე
აღებული ნიადაგის ნიმუშებში 16 სახეობის მიკრობი აღმოაჩინეს.
უდაბურობისა და უნაყოფობის გამო, ამ რეგიონს ხშირად მარსს ადარებენ. ატაკამის არასტუმართმოყვარე გარემო ერთ-ერთი ყველაზე ახლოს დგას ჩვენს ხელთ არსებულ იმ ადგილებს შორის, სადაც შეგვიძლია ვიკვლიოთ, როგორ შეიძლება განვითარებულიყო სიცოცხლე წითელ პლანეტაზე.
სტატია №6: დედამიწაზე არსებობს მარსის მსგავსი ადგილი, სადაც მეცნიერებმა სიცოცხლე აღმოაჩინეს
წვიმის შემდეგ, რომელმაც მუდმივად მტვრიან უდაბნოში
პატარა გუბურებიც დატოვა, ნიადაგის ანალიზებმა აჩვენა, რომ მიკრობების 75-87 პროცენტი
გადაშენებულიყო. ეს ყველაფერი მაშინ, როცა დედამიწის სხვა უდაბნოებში წყალი სიცოცხლის
უცაბედ აფეთქებებს იწვევს.
ფაირენის თქმით, წვიმის შემდეგ, გუბურაში ოთხიდან
მხოლოდ ორი სახეობის მიკრობი გადარჩა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უცბად მოსული დიდი
ოდენობის წყალი ოსმოტური შოკით კლავს მიკროორგანიზმებს, რომლებიც შეგუებულნი არიან
ჰიპერმშრალ გარემოში შეზღუდული ოდენობის ტენის მოპოვებას.
ოსტომური შოკი ხდება მაშინ, როცა უჯრედის გარშემო
სითხეში დაშლილი ნივთიერებები უცბად იცვლის კონცენტრაციას, რაც თავის მხრივ სწრაფად
ცვლის წყლის შეღწევადობას უჯრედის მემბრანაში და იწვევს მწვავე სტრესს.
ამ უჯრედული სტრესისგან თავდაცვა სახეობებმა სხვადასხვა
გზით გამოიმუშავეს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ვერ მოახერხეს ატაკამის მიკრობებმა.
შესაძლოა, ატაკამის მიკრობებს ბედმა უმუხთლათ,
მაგრამ ეს აღმოჩენა სასიხარულოა სხვა მხრივ, რადგან გვაწვდის ღირებულ ახალ ცნობებს,
თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მიკროფლორა და მიკროფაუნა უცხო პლანეტათა მსგავს მშრალ,
სასტიკ გარემოში.
კვლევა ჟურნალ Scientific
Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.cornell.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით
https://1tv.ge/news/dedamiwis-yvelaze-mshral-udabnoshi-wyalma-sicockhlis-nacvlad-sikvdili-moitana/
სტატია №7: ატაკამის უდაბნოში მავალმა იპოვა უცნაური ბაქტერია,
რომელიც შესაძლოა, მარსზეც არსებობდეს
22:58, 28.02.2019
როცა საქმე დედამიწის მიღმა სიცოცხლის პოვნას
ეხება, ძნელია ვიცოდეთ, სად ვეძებოთ ის.
ევროპასა და ენცელადის ბნელი და ყინულოვანი ოკეანეები ჰიპოთეტური
ჰაბიტატის ერთგვარ სახეს გვთავაზობს. ამავე დროს, თითქმის საპირისპიროდ გამოიყურება
მარსის მტვრიანი, არიდული ლანდშაფტი. თუმცა ახლახან, მეცნიერებმა იპოვეს გასაღები,
რომელიც დიდად იმედისმომცემია მარსის მშრალი უდაბნოებისათვის.
სტატია №8: დედამიწაზე არსებობს მარსის მსგავსი ადგილი, სადაც მეცნიერებმა სიცოცხლე აღმოაჩინეს
დედამიწაზე არსებობს ადგილი, რომელიც საოცრად
ჰგავს მარსის გარემოს. ეს გახლავთ ატაკამის უდაბნო ჩილეში, სადაც ექსპერიმენტულმა პლანეტურმა
მავალმა, სახელად ზოემ, ქანების თხრისას უცნაური ბაქტერია იპოვა. ამ სახის ბაქტერია
მეცნიერთათვის ამ დრომდე უცნობია, მაგრამ გამოირჩევა მარსის მსგავსი გარემოსადმი ადაპტაციის
უნარით.
„დავამტკიცეთ, რომ რობოტულ მავალს შეუძლია ქანები
ამოიღოს დედამიწაზე არსებული იმ გარემოს მიწისქვეშეთიდან, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს
მარსს. ეს კი უმნიშვნელოვანესია, რადგან როგორც ყველა მეცნიერი თანხმდება, ნებისმიერი
სახის სიცოცხლე მარსის ზედაპირქვეშ უნდა იმალებოდეს, რათა გაექცეს ზედაპირზე არსებულ
სასტიკ გარემოს — რადიაციას, დაბალ ტემპერატურასა და უწყლოობას“, — აღნიშნავს განცხადებაში
ბიოლოგი სტივენ პოინტინგი.
ცნობილია, რომ ერთ დროს, მარსის ზედაპირი თხევადი
წყლი იყო დაფარული. პლანეტა დღეს გაცილებით მშრალია, ზედაპირზე აღმოჩენილი გვაქვს მხოლოდ წყლის ყინული, მაგრამ დიდი ალბათობით, მარსის ზედაპირქვეშ არის თხევადი წყალიც.
თუ ეს ასეა, სიცოცხლე წითელ პლანეტაზე კიდევ უფრო მეტად დასაშვები ხდება, მაგრამ ატაკამის უდაბნო უწყლოდ სიცოცხლის სხვა შესაძლებლობასაც იძლევა.
ას რეგიონი იმდენად მშრალია, რომ იქ ათწლეულების,
ხშირად საუკუნეების განმავლობაშიც არ წვიმს. შედეგად, ატაკამა ყველაზე არასტუმართმოყვარე
ადგილია დედამიწის სიცოცხლის ფორმების უმეტესობისთვის. თუმცა, შარშან, პირველად ისტორიაში,
ატაკამის უდაბნოს ზედაპირზე მიკრობული სიცოცხლე იპოვეს.
მარსის ზედაპირი
ატაკამის უდაბნოს ზედაპირზე კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს. როცა რობოტმა ზოემ 80 სმ
სიღრმეზე გათხარა, აღმოჩნდა, რომ იქ ზედაპირქვეშა სიცოცხლე უფრო მეტად ყვავის.
სიღრმის ზრდასთან ერთად, ბაქტერიულ საზოგადოებაში დომინანტი ხდება ბაქტერია, რომელსაც არსებობა შეუძლია უკიდურესად მლაშე და ტუტოვან ქანებში. 80 სმ სიღრმეზე ის ჩაანაცვლა ბაქტერიების სპეციფიკურმა ჯგუფმა, რომელიც მეთანის მეტაბოლიზმის წყალობით არსებობს.
პოინტინგის განცხადებით ეს საკმაოდ ამაღელვებელია, რადგან წარმოაჩენს, რომ ატაკამის მიწისქვეშეთი ხელსაყრელია ძლიერ სპეციალიზებულ მიკრობთათვის, რომლებსაც გადარჩენა და არსებობა შეუძლიათ მარსის მლაშე-ტუტოვან ქანებშიც. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, დაფიქსირებულია მარსის ზედაპირიდან ამომავალი მნიშვნელოვანი ოდენობის მეთანი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, იქ მეთანის მომხმარებელი ბაქტერიაც ყვაოდეს.
თუმცა, გადაჭრით ჯერ არაფრის თქმა შეიძლება. მკვლევართა
ჯგუფმა, რობოტისა თუ შიშველი ხელების გამოყენებით, დანალექების ნიმუშები 90 ადგილას
აიღო და დაადგინა, რომ მიკრობთა კოლონიზაცია არაერთგვაროვანია. გარდა ამისა, ყველაზე
ექსტრემალური არეალები მიკრობთა მიერ კოლონიზებული არ იყო.
როგორც დანალექთა ანალიზებმა აჩვენა, ისინი დიდი
ხნის წინ არის წარმოქმნილი, როცა წყალი უხვად იყო, მაგრამ გაირკვა ისიც, რომ ქანებს
ბოლოს წყალი ძალიან დიდი ხნის წინ მოხვდა.
მრავალ ადგილას, მარსის ქანები სავარაუდოდ ძალიან ჰგავს ატაკამისას, უფრო მეტიც, თითქმის იგივეა. ჯგუფი იმედოვნებს, რომ წითელ პლანეტაზე ჯერ კიდევ არის სიცოცხლისათვის ხელსაყრელი რეგიონები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ასეთი სულ რამდენიმე და ერთმანეთისგან ძალიან დაშორებული იყოს.
არაერთგვაროვანი ბაქტერიული
კოლონიზაცია ექსტრემალური გარემოს სტრესის მანიშნებელია და ატაკამის უდაბნოს ქანების
შემთხვევაში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიცოცხლეს მისთვის ხელსაყრელი გარემოს
სწორედ უკიდურესი საზღვრები უჭირავს.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მარსის გარემო
კიდევ უფრო ექსტრემალურია, შეგვიძლია მხოლოდ გვჯეროდეს, რომ ს არაერთგვაროვნება ასევე
იქნება დამახასიათებელი მარსის ბაქტერიული კოლონიზაციისთვის.
ყველაზე საინტერესოა ბაქტერია, რომელიც მეთანის მეტაბოლიზმით არსებობს. ის ზედაპირიდან საკმაოდ დიდ სიღრმეში ბინადრობს და აქვს უნარი, გამოიყენოს სუბსტრატი (მასაზრდოებელი გარემო), რომელიც დამტკიცებულია, რომ მარსზე უხვადაა.
მავალის შემდეგი დავალება უფრო ღრმად გაბურღვაა. მარსის სამომავლო მავალები 2 მეტრ სიღრმემდე გაბურღავენ და ჯგუფი იმედოვნებს, რომ ისინი ნიმუშებს იმავე სიღრმეებიდან აიღებენ.
გარდა ამისა, ჯგუფი ასევე მსჯელობს, მარსის რომელ
ნაწილში შეიძლება ჩატარდეს ბურღვითი სამუშაოები.
პოინტინგის აზრით, ამისათვის საუკეთესო ადგილია
უძველეს მდინარეთა კალაპოტებში არსებული დანალექები ან ქვიშაქვიანი ქანები, რადგან
ცნობილია, რომ ორივე ეს სუბსტრატი სიცოცხლისათვის ხელსაყრელია; გარდა ამისა, კოლონიზაციის
ბიოხელწერებს ისინი მიკროორგანიზმთა გადაშენებიდან დიდი ხნის შემდეგაც ინახავს.
კვლევა ჟურნალ Frontiers in Microbiology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.
1) ახალი სკოლის
მოდელი https://www.youtube.com/watch?v=k3A_OuNZ7UQ&t=104s
2) სოლო ტაქსონომია
https://www.youtube.com/watch?v=8KGW7gGmLsY&t=44s
3) კონსტრუქტივიზმის
თეორია https://www.youtube.com/watch?v=p-KsbCbe9z8
4) სამიზნე ცნებები
https://www.youtube.com/watch?v=9Z5hgNNzR_s&t=17s
5) საგნობრივი
სტანდარტი გეოგრაფიაში https://www.youtube.com/watch?v=3eyvwW5mWdk&t=24s
6) როგორ შევქმნათ
კომპლექსური დავალების ბარათი https://www.youtube.com/watch?v=fDNv8sGsRfs&t=55s
7) როგორ განვახორციელოთ
კომპლექსური დავალება https://www.youtube.com/watch?v=RUm8K42TAyk&t=74s
8) როგორ გამოვიყენოთ
განმავითარებელი შეფასება https://www.youtube.com/watch?v=UD_CPWA51jk&t=90s
9) როგორ შევქმნათ
და გამოვიყენოთ თემატური მატრიცა https://www.youtube.com/watch?v=Bhd7tZ_Ge18&t=184s
10) სასკოლო სასწავლო
გეგმის შექმნა https://www.youtube.com/watch?v=Qz2foh-alIQ&t=119s
ანა ანუშიძე
2 ივლისი, 2021 წელი
No comments:
Post a Comment