Monday, August 31, 2020

ტრენინგ - კურსი მასწავლებლებისთვის პროფესიულ უნარებში

  

  

 ახალი ტრენინგ -  კურსი მასწავლებლებისთვის, პროფესიულ უნარებში



ფოკუსირებულია პროფესიულ უნარებში მასწავლების კომპეტენციის დადასტურების გამოცდის წარმატებით ჩაბარებაზე.

      ტრენინგი სრულდ მოიცავს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ პროგრამას.

თეორიული პროგრამა შედგება 5 ნაწილისგან:

1. სასწავლო გარემო (კეთილგანწყობილი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა; კლასის მართვა, ფიზიკური გარემო).

2. სასწავლო პროცესის მართვა (სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასწავლო მიზნების შესაბამისად; მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება; მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვა).

3. სწავლება (სწავლისა და განათლების ძირითადი თეორიები და მათი გამოყენება მოსწავლის განვითარების ხელშესაწყობად:

.კონსტრუქტივიზმი (ჟ. პიაჟე, ლ. ვიგოტსკი, ა. ბანდურა, დ.პერკინსი, ბ. ბლუმი, ჯ. ბრუნერი);

. ბიჰევიორიზმი (ბერას ფ. სკინერი);

.კოგნიტური განვითარების თეორია (ჟან პიაჟე);

. სოციალური დასწავლის თეორია (ალბერტ ბანდურა);

.სოციო-კულტურული თეორია (ლევ ვიგოტსკი);

.მორალური განვითარების თეორია (ლორენს კოლბერგი);

.ჰუმანისტური თეორია (კარლ როჯერსი, აბრაჰამ მასლოუ);

.მრავალმხრივი ინტელექტის თეორია (ჰოვარდ გარდნერი);

.განწყობის თეორია (დიმიტრი უზნაძე);

. „თეორია ერთი“ (დევიდ პერკინსი);

.აღმოჩენებით სწავლის თეორია (ჯერომ ბრუნერი);

.პროგრესული განათლების პრინციპები (ჯონ დიუის სკოლა-ლაბორატორია);

.განათლების მიზნების ტაქსონომია (ბენჯამენ ბლუმი);

.მონტესორის სკოლა (მარია მონტესორი);

კომუნიკაციის სტრატეგიები; მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა; ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა და პრინციპები; საკლასო ორგანიზაციის მოდელები; სწავლების სტრატეგიები; უნარების განვითარება; სასწავლო რესურსი; სწავლების ფორმები).

4. სასწავლო პროცესის შეფასება (შეფასების ტიპები; შეფასების მეთოდები; შეფასების ძირითადი პრინციპები; შეფასების შედეგების გამოყენება).

5. პროფესიული განვითარება (კოლეგებთან ურთიერთობა; პროფესიული განვითარება).

პრაქტიკულ ნაწილში კი დეტალურად განიხილება 2017, 2018 2019 წელს გამოყენებული ტესტების თითოეული დავალება და სხვა პრაქტიკული სავარჯიშოები.

Ana Anushidze-ს ფოტო.

Ana Anushidze-ს ფოტო.

Ana Anushidze-ს ფოტო.

Ana Anushidze-ს ფოტო.

Ana Anushidze-ს ფოტო.

No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...