"წინსვლა და განვითარება 21 - ე საუკუნეში ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია, არა მხოლოდ მასწავლებელის, არამედ ზოგადად ნებისმიერი სფეროსთვის.
პირადად მე ყოველთვის ვცდილობ შევიტანო სიახლე სწავლა - სწავლების პროცესში. სკოლა განათლების ცენტრი უნდა იყოს. ამისთვის კი პირველ რიგში მისი პირდაპირი სამიზნე აუდიტორიის, მოსწავლეების ინტერესები და საჭიროებები უნდა დააკმაყოფილოს. რისთვისაც საჭიროა აკადემიური, სოციალური, ფიზიკური და აფექტური თვალსაზრისით უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს და ისეთი სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებარომლის საფუძველსაც წარმოადგენს: ურთიერთპატივისცემა, შემწყნარებლობა, თანასწორობა, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემო, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამოქალაქო ჩართულობა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ტოლერანტობა, კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიურობა, უსაფრთხოება, ჯანსაღი ცხოვრება, გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობა, ინიციატივების წახალისება. ამ რთული და მეტად საპასუხისმგებლო ამოცანის ღირსეულად და ეფექტიანად შესრულებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ერთობლივად უნდა მუშაობდეს დირექცია, მასწავლებლები, ფსიქოლოგები, მანდატურები, მოსწავლეები, მოსწავლეების მშობლები. რადგან დიახ, სკოლა ყველას ეკუთვნის, პასუხისმგებლობა გაზიარებული უნდა იყოს და სკოლის საზოგადეობის თითოეულმა წევრმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს სასკოლო გარემოს და კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
სწორედ სათანადო სასკოლო გარემოსა და კულტურის პირობებში შეუძლია სკოლას ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხიანი განათლება ყველა მოსწავლისთვის, სათანადო მხარდაჭერა აღმოუჩინოს თითოეულ მოსწავლეს პიროვნული განვითარების და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში.
ამ მიზნის მიღწევისთვის კი მასწავლისთვის , განსაკუთრებით მნიშვნელოვანია , უკვე ტრადიციული და საკმაოდ ეფექტიანი სწავლა სწავლების მეთოდები და აქტივობები: გონებრივი იერიში, ასოციაციური რუკა, წყაროების ანალიზი, დისკუსია, დებატები, როლური თამაშები, ჯგუფებში და წყვილებში მუშაობა, მონაცემთა დამუშავება, პლაკატების შექმნა, სხვადასხვა ტიპის ტესტები, ამოცანები დილემური სიტუაციების შესახებ, პრეზენტაციები, მოხსენებები, ტრენინგები მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროექტები, ფილმების ჩვენება - განხილვა, სასკოლო კონფერენციები, გასვლითი გაკვეთილები, გავამდიდროთ და გავახალისოთ სწავლა - სწავლების პროცესში ციფრული ინსტრუმენტების (Pressbook, Edmodo, Kahoot, Plickers, Padlet, Screen recorder) და ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით.
პირადად მე, პანდემიამდეც, ძალიან აქტიურად, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვიყენებდი ინტერნეტ ტექნოლოგიებს, რადგან მათი აქტიური გამოყენება სწავლა - სწავლების პროცესში მნიშვნელოვნად ზრდის ჩემი მოსწავლეების ინტერესს, უადვილებს მათ ნებისმიერი სირთულის ინფორმაციის აღქმის, დამახსოვრების, დამუშავების პროცესს და ეხმარება 21- ე საუკუნის შესაბამისი უნარ - ჩვევების განვითარებაში.
პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლების პროცესში კიდევ უფრო აქტუალური გახდა ინტერნეტ ტექნოლოგიების ყოველდღიური გამოყენება. შემოთავაზებული პლატფორმები (Teams, Feedc, Zoom) ამასთან Youtube - არხი და სოციალური გვერდები ძალიან დაგვეხმარა ჩემს მოსწავლეებს და მე ეფექტიანად გაგვეგრძელებინა მუშაობა." - ამონარიდი ინტერვიუდან.
იხ. ინტერვიუ სრულად: https://spark.adobe.com/page/sDtctxkPW79Z7/?fbclid=IwAR1372KRVvf7NFuPJUEowvsKtalSt2RCJ_SR_acP0IOy8tOxFuEoGHJckDw
http://www.educator.ge/ka/last/1488-2020-08-15-15-48-14
No comments:
Post a Comment