გაკვეთილის გეგმა
საგანი: მოქალაქეობა
კლასი: VII
თემა: პიროვნება,
თვითმყოფადობა და თემი
სამიზნე
ცნებები: პიროვნება და თემი
არსობრივი
შეკითხვები: რა არის
თვითმყოფადობა? როგორ აღვიქვამ სხვებს? როგორ აღმიქვამენ სხვები მე?
მიზანი: მოსწავლეებმა გაიაზრონ რომ: (1) ხშირად, სხვადასხვა ადამიანს ერთსა და იმავე ადამიანზე შესაძლოა განსხვავებული შეხედულება
ჰქონდეს. (2) პიროვნების თვითმყოფადობას მრავალი
მხარე აქვს. (3) თვითმყოფადობა რთული ფენომენია
და ნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანს უნდა მივუდგეთ, გავიცნოთ და აღვწეროთ განსხვავებულად.
(4) ჩვენ, ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებს
ყოველთვის გარკვეულ თვისებებს მივაწერთ. (5)
ადამიანებისთვის გარკვეული თვისებების მიწერით ვცდილობთ, ყოველდღიურ სირთულეებს გავუმკლავდეთ.
(6) თვისებების მიწერა შესაძლოა მავნე
და არასამართლიანი იყოს.
გაკვეთილის
მიზნების შესაბამისობა ესგ - სთან:
მოქ.საბ.1
საკუთარი
შეხედულებების, ქცევების შეფასება და კორექტირება, ემოციების მართვა
(თვითრეფლექსია);
მოქ.საბ.2 საკუთარი თავის საზოგადოების
სხვადასხვა ჯგუფის (მაგალითად, სასკოლო თემის) წევრად აღქმა;
აქტივობის აღწერა |
მეთოდი/ მეთოდები |
კლასის ორგანიზების ფორმა |
სასწავლო რესურსი |
დრო |
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი |
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
შესავალი: .
საუბარს ვიწყებ მისალმებით .
ვახდენ მოსწავლეთა დასწრების აღწერას .
ვახდენ ქცევის წესებისა და შეფასების რუბრიკის გაცნობას |
კითხვა-პასუხი
|
საერთო
საკლასო |
ელექტრონული ჟურნალი ქცევის
წესები და შეფასების
რუბრიკა (გამოკრულია
კლასში) |
5
წთ |
მოსწავლეები
გაიხსენებენ გაკვეთილზე ქცევის წესებს; გაეცნობიან კრიტერიუმებს, რომლითაც
მოხდება მათი შეფასება; |
I ფაზა- გამოწვევა-წინარე ცოდნის განმტკიცება
.
„სიტყვების კედელის“ გამოყენებით გავიხსენებთ განვლილი მასალიდან იმ ტერმინებს,
რომლებიც ბმაშია გაკვეთილის თემასთან.
.
მოსწავლეები იმუშავებენ წყვილებში და შეეცდებიან უპასუხონ შეკითხვებს: ვინ ვარ მე?
როგორ დავახასიათებდი ჩემს თავს? როგორ
დამახასიათებდა ჩემი თანაკლასელი? როგორ
ახასიათებენ ადამიანს სხვები? რამდენად
შეიძლება განსხვავდებოდეს ერთი ადამიანის სხვადასხვა დახასიათება? |
საკლასო
დისკუსია
წყვილებში
მუშაობა; შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია |
საერთო
საკლასო
წყვილებში
მუშაობა |
დაფა,
ცარცი/მარკერი წინასწარ
მომზადებული სასწავლო რესურსი. („სიტყვების კედელი“)
წინასწარ
მომზადებული სასწავლო რესურსი. (მოსწავლის ბარათი 1.1) |
5
წთ
7
წთ |
მოსწავლე
განიმტკიცებს წინარე ცოდნას.
მოსწავლე
განიმტკიცებს წინარე ცოდნას. |
|
|
|
|
|
|
II ფაზა- სიღრმისეული წვდომა
აქტივობა
1 .ინტერაქციული ლექცია თემაზე: პიროვნება და თემი
აქტივობა
2 სიტუაციური
ამოცანის გაცნობა და განხილვა. „მოსწავლე, რომელმაც საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა
და ცდილობს ახალ გარემოს მოერგოს“
|
ინტერაქციულილექცია
მუშაობენ
მცირე (3-4 მოსწავლისგან
შემდგარ) ჯგუფებში; ახდენენ ტექსტის ანალიზს შედეგად გამოყოფენ: (ა)
მთავარ არსს, (ბ) მაგალითებს. (გ) დასკვნას. შესრულებულ სამუშაოს წარმოადგენენ პრეზენტაციის
სახით. პრეზენტატორს
ირჩევს ჯგუფი. |
საერთო
საკლასო
ჯგუფებში
მუშაობა
|
თვალსაჩინოების
დემონსტრირება;
წინასწარ
მომზადებული დავალების ბარათები (მოსწავლის ბარათი 1.2; 1.3; 1.4;) თითოეული ჯგუფისთვის;
ფერადი
ფანქრები/მარკერები;
ჯგუფებში და წყვილებში მუშაობის განმავითარებელი შეფასების რუბრიკა;
|
4წთ
15წთ
|
თვალსაჩინოების
დემონსტრირების საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ უკეთ აღიქვან თეორიული მასალა.
მოსწავლეს
შეუძლია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
მოსწავლეს შეუძლია პრობლემატიკაზე
არგუმენტირებული მსჯელობა და პრობლემის სიტუაციის ანალიზი.
|
|
|
|
|
|
|
IIIფაზა- შეჯამება-რეფლექსია ვსვამ
კითხვას: .
რა ისწავლეთ დღევანდელ გაკვეთილზე? . როგორ გავცემთ პასუხს ახლა იმ შეკითხვებს, რომლებიც
გაკვეთილის დასაწყისში ვუპასუხეთ?
საშინაო
დავალება: მოსწავლეებს დავალებად ვაძლევ შექმნან პლაკატი თემაზე: „როგორ მხედავენ მე სხვადასხვა ადამიანები“ |
კითხვა-პასუხი
ვაძლევ
ინსტრუქციას |
საერთო
საკლასო
მასწავლებელი |
დაფა
ცარცი/მარკერი
შეფასების
რუბრიკა |
7წთ
2
წთ |
რამოდენიმე
მოსწავლის
რეფლექსია აღნიშნული გაკვეთილის მიმართ.
აღიშნული
დავალების შესრულებით მოსწავლეები: მოახდენენ საკითხის შესახებ მიღებული ინფორმაციის
თავმოყრას; |
|
|
|
|
|
|
დანართი 1.1 გაკვეთილის ადგილი მოქალაქეობის/სამოქალაქო განათლების კურსის ფარგლებლში
შესასწავლი ცნებების რუკაზე
დანართი 1.2 შკითხვები, რომლებსაც მოსწავლეებს ვუსვამთ გაკვეთილის პირველ, წინარე ცოდნის გააქტიურების ფაზაში
დანართი 1.3 მოსწავლის ბარათი, „სიტყვების კედელი“
დანართი 1.4 გაკვეთილის მიზნების ილუსტრაცია
დანართი 1.5 მოსწავლეთა I ჯგუფისთვის განკუთვნილი ბარათი
დანართი 1.6 მოსწავლეთა II ჯგუფისთვის განკუთვნილი ბარათი
დანართი 1.7 მოსწავლეთ III ჯგუფისთვის განკუთვნილი ბარათი
დანართი 1.8 კრიტერიუმები, რომლებსაც მასწავლებელი ითვალისწინებს მოსწავლეთა
წვილებში და ჯგუფებში მუშაობის დროს განმავითარებელი შფასებისთვის